რუსმა სამართალდამცველებმა იარაღის უკანო

რუსმა სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე აფხაზი სეპარატისტები დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტებს აფხაზეთის ტერიტორიიდან ადგილზე დამზადებული კუსტარული რევოლვერები რუსეთის ტერიტორიაზე გადაჰქონდათ და 950 დოლარად ყიდდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ჯარიმის სახით კი მათ 1 მილიონი რუსული რუბლის გადახდა მოუწევთ.

Поделиться :